ჭადრაკი  უშორეულეს წარსულში, ინდოეთში იქნა გამოგონებული. გამომგონებელმა იგი ხელმწიფეს აჩვენა. ამ უკანასკნელს თამაში იმდენად მოეწონა, რომ გამომგონებელს ნებისმიერი სურვილის აღსრულებას აღუთქვა. გამომგონებელმა კი, არც აცია, არც აცხელა და მოითხოვა ხორბლის იმდენი მარცვალი, რა რაოდენობასაც შეადგენდა შემდეგი ანგარიში:
ერთი ხორბალი პირველ უჯრაზე (მოგეხსენებათ, სულ 64 უჯრაა), მეორეზე - 2, მესამეზე - 2X2=4, მეოთხეზე - 2X4=8, მეხუთეზე - 2X8=16 და . . თითოეული მიღებული ციფრის ორზე გამრავლებით.
ხელმწიფემ - ეს რა მარტივი საჩუქარი მთხოვეო, ხორბალს როგორ დაგამადლიო, და გასცა ბრძანება მათემატიკოსებს მოეხსენებინათ საბოლოო რაოდენობა გამომგონებლისათვის გადასაცემი ხორბლის. თუმცა, მხოლოდ პასუხის მიღებისას მიხვდა, რომ ვერასოდეს შესძლებდა იგი ამგვარი საჩუქრის ვინმესთვის მიძღვნას:
64- უჯრაზე მიღებული ციფრის რაოდენობის ხორბლის მასა, მისი მათემატიკოსების მიხედვით, მთელს დედამიწას დაფარავდა 5 სანტიმეტრის სისქის ხორბლის ფენით!
ეს ციფრია: 9223372036854775808